მაია მიქაბერიძე რუბრიკა ესთეტში
მაია მიქაბერიძე

,,ქართული კულტურის” რუბრიკა ესთეტის 2022 წლის მარტის სტუმარია მომღერალი, დირიჟორი, ანსამბლის ,,პატრიარქის ნათლულები”  ხელმძღვანელი.

ჩემი ბოლო საინტერესო შენაძენია  ადამიანები, რომლებიც მუდმივად ჩემს გარშემო არიან, სტუდენტები და მოსწავლეები.

ჩემი სტილის მახასიათებელი ელემენტებია უპირველეს ყოვლისა გულწრფელობა და სიხალასე, ვთვლი, რომ ეს ელემენტები ურთიერთობებისას მთავარზე-მთავარია.

ნივთი, რომლის შეძენასაც ვგეგმავ… ვგეგმავ მხოლოდ საინტერესო ადამიანების შეძენას.

ხელოვანი რომლის ნამუშევარსაც შევიძენდი

პეტრე ოცხელის ნამუშევარი –  ,,მფრინავი მღებავი’’

ირადი მოვლის საშუალება, რომელიც სულ თან მაქვს

სუნამო და ტუჩსაცხი.

საუკეთესო საჩუქარი, რაც კი ოდესმე გამიცია

ჩემი გამოცდილება,რომელიც გადავეცი მომავალ თაობებს. ნივთებზე დამოკიდებული არ ვარ ,შესაბამისად, მარტივად   ვაჩუქნი ჩემთვის ძვირფას ნივთებს საყვარელ ადამიანებს.

საუკეთესო საჩუქარი,რომელიც ოდესმე მიმიღია

მიქაბერიძეების (მამაჩემის და ჩემი) ვარსკვლავი სახელმწიფო ფილარმონიის წინ . ასევე ,ფოლკლორული გუნდის “პატრიარქის ნათლულების” სახელზე დამზადებული ღვინო მარნიდან- ,,ბეროზა’’

საუკეთესო სუვენირი, რომელიც ახლახანს ვიყიდე:  კამერტონი.

ცდუნება ,რომელზეც ვერასოდეს ვერ ვამბობ უარს…  მოგზაურობა.

ჩემი ფავორიტი აპლიკაციების სიას მიეკუთვნება: Facebook,Gmail და SoundCloud.

დაუვიწყარი ადგილი, სადაც ბოლო წელს ვიყავი:  დაუვიწყარი  იყო ისრაელი, სადაც ბოლოს ვიმოგზაურე და მოვილოცე სიწმინდეები.

ადგილი, რომელსაც ყოველთვის დავუბრუნდები: ჩოხატაურის რაიონი, სოფელი ხიდისთავი. (ჩემი სოფელი, ჩემი წინაპრების კერა)

ნივთი, რომელსაც ვერასოდეს შეველევი: ტელეფონი, რომელსაც ვერასოდეს შეველევი. (საქმიდან გამომდინარე)

ბოლო შთამბეჭდავი კერძი: ქათმის ფილეს რაგუ.

რომელ ქალაქში ვისურვებდი შოპინგს:  ვისურვებდი  მილანში შოპინგ ტურს.

ბოლო მისიკალური აღმოჩენა… აღმოჩენებს ვაკეთებ ისევ და ისევ ძველ ჩანაწერებთან , ჩემთვის საინტერესოა ძველის ახალთან კოლაბორაცია.

წიგნი, რომელმაც ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა: ბაბლუანის ,,მზე მთვარე და პურის ყანა’’. ზაირა არსენიშვილის  ,,ვა, სოფელო’’.

ახლა ვკითხულობ: კახელი ლოტბარის ,,ლევან მუღალაშვილის მონოგრაფია,’’ თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ შექმნილი.

ყველაზე დიდი გავლენა ჩემს სტილზე იქონია ჩემმა მშობლებმა.

ერთი რჩევა ესთეტიკაზე: ხელოვნება მაშინ არის ესთეტიკური, როდესაც ის ემოციურად გეხება, შესაბამისად ესთეტიკა პირდაპირ კავშირშია გემოვნებასთან. ეს ყოველივე კი – ინდივიდუალურია. ვუსურვებდი ყველას, რომ თავის საქმე განავითარონ , შეინარჩუნონ ინდივიდუალიზმი.

თემები