გია დვალი: სამყაროს საწყისებსა, შავ ხვრელებსა, დემოკრატიასა და ქვეყნის პოლიტიკურ მომავალზე
სულხან მეტრეველი

გაზეთი “ქართული კულტურა” ახალ რუბრიკას იწყებს. რუბრიკის მიზანი პოდკასტების სერიის შექმნაა, რომელშიც გამოჩენილი ქართველი მეცნიერები და კულტურის მოღვაწეები თავიანთ საქმიანობასა და საზოგადოებისთვის საჭირბოროტო საკითხებზე ისაუბრებენ.

საქართველო, მის უახლეს ისტორიაში უკვე მერამდენედ, მნიშვნელოვან საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გზაგასაყარზე დგას. ამ დროს განსაკუთრებით აუცილებელია გამორჩეული დაზოგადო მოღვაწეებისა და მეცნიერების საქმიანობის გაცნობა და მათი პოზიციის გაანალიზება.

პირველ პოდკასტში, თეიმურაზ მეტრეველის ფონდის ერთ-ერთი დამფუძნებელი, სულხან მეტრეველი, ესაუბრება პროფესორ გია დვალს. ბატონი გია საუბრობს მეცნიერებასა, კულტურასა და პოლიტიკაზე. ინტერვიუს მოსმენა ამ ვიდეოში შეგიძლიათ: