ჩემი ილია
გიორგი კილაძე

წინათქმის მაგიერ, რომელიც წიგნის გამოსვლამდე დიდი ხნის წინ დაიწერა

ყველას საკუთარი ილია ჰყავს.

იქნებ ვინმეს არც ჰყავს, მაგრამ  მე რა?!

რა საქმე უნდა მქონდეს მასთან და მისნაირებთან?!…

მე ჩემი ილია მყავს…

მამაჩემსაც ჰყავდა საკუთარი ილია…

და ეს პირველად 1975 წელს ვიგრძენი.

სულ რაღაც 9 წლის რომ ვიყავი…

ზამთარია…

დეკემბრის ბოლო და

ახალ წლამდე ჯერ ისევ შორია.

ნაადრევად აცივდა…

ნაადრევად მოთოვა.

მეორე სართულზე ვცხოვრობდით იმხანად….

ენთო ბუხარი,

გვეხურა საბნები,

ერთი კი არა, ორ-ორი ,

ვამბობდით მე და ჩემი და მაია კილაძე ლექსებს.

(ვიცი, ვკითხულობდით უნდა დავწერო, მაგრამ მინდა ეწეროს “ვამბობდით”…)

იმდროინდელია ..

მიყვარს ყველაფერი იმდროინდელი და ყველაზე ჩემები….

ვთქვი ლექსი ილიასი:

“აყვავებულა მთები, აყვავებულა მდელო,მამულო საყვარელო შენ როსღა აყვავდები?”

ადგა მამაჩემი…

არ დაიზარა და გავიდა “უკანა ოთახში”, ციოდა  იქ განსაკუთრებით.

შემოიტანა იმ წელს გამოსული “კაცია ადამიანი?”. უცნაური ფორმის და უცნაუrნახატებიანი წიგნი. გემახსოვრებათ, ზეადამიანის თენგიზ მირზაშვილის დასურათებით, გადაშალა და დაიწყო: “რიტორიკაში სწერია: ყველაფერი შესავლით უნდა დაიწყოს კაცმაო. ჭეშმარიტია და ჩვენც ისე დავიწყოთ”.

დავიწყოთო და დავიწყეთ…

რიტორიკაც განგვიმარტა და ჩალურიც.

არც ნეკრესის ქარი,

არც ტყრუშული,

არც ქისტი და ამბრი,

არც ჭიის კარი და არც ბუჩო…

არ ვიცოდი მე და

არ იცოდა ჩემზე წლინახევრით უმცროსმა მაიკომ…

ასეა.

სულ ცოტა ვიცოდით ჩვენ და

გვყავდა ყველაფრის მცოდნე მამიკო…

იჯდა გურულ ჯორკოზე ბუხრის წინ.

გვიხსნიდა მარტივად და გასაგებად…

და მყავს მე მას შემდეგ  ჩემი ილია…

და ჰყავს მაიას თავისი ილია, როგორც ყველა იმ ადამიანს, ვისაც ერთხელ მაინც დაუწერია თუნდაც ერთი აბზაცი ილიას ცხოვრებასა თუ  შემოქმედებაზე, მოკლედ, ბიოგრაფი იყო თუ მკვლევარი, პოეტი თუ პროზაიკოსი, მოსწავლე თუ სტუდენტი…

ან   მხოლოდ მკითხველი.

ჰოდა, მე ჩემს ილიაზე ვწერ…

მამაჩემის ხსოვნის პატივსაცემად ვწერ და უკვე მერამდენედ ვეთანხმები მამას: წლებს არაფერი მიაქვს და მოაქვს, მამა,… წლები მხოლოდ მოგონებებს ტოვებენ…

1924 წლის 12 აპრილს დაბადებული მამა  93 წლის და კიდევ რამდენიმე თვის იყო იმ დროს   და….

რჩებოდა თვეები საბოლოო დაძინებამდე!!!

 

შენ ახლა კითხავს აგრძელებ.

მე მამაზე ფიქრს ვწყვეტ და შენზე ვფიქრობ:

უფრო იმაზე ვფიქრობ: გთხოვო თუ არა კითხვა შეწყვიტო, არ დაიზარო და Google საძიებო სისტემაში “კაცია ადამიანი?”აკრიფო…

დარწმუნებული ვარ, პირველად აი, ეს ბმული გამოვა:

http://www.nplg.gov.ge/…/sta…/saskolo/kacia_adamiani.htm და თუ მკითხავ,- ბმული რა შუაშიაო, გეტყვი: შუაში კი არა, თავშია და თუ რატომ არის თავში წიგნის ბოლოსკენ მოგიყვები, სულ რამდენიმე სიტყვით.

ამჯერად, სულ სხვა რამ მინდა გითხრა.

წიგნი,  უფრო კრებული -“ჩემი ილია”-  მზის სინათლეს რომ იხილავს , დანამდვილებით ვიცი.

ისიც ვიცი, თავიც რომ მოვიკლა ილიას 185 წლის იუბილესთვის ვერ მოვასწრებ.

ეგ არაფერი…

მე ვიწყებ და მინდა წინდაწინ გითხრა:

წიგნი ვერც ქრონოლოგიურ და ვერც თემატურ ჩარჩოებში ვერ მოექცევა.

არ ვიცი საიდან სად და რატომ გადავხტები, მაგრამ ზუსტად ვიცი, რატომ გადავხტი ,მერე რატომ დავბრუნდი და თხრობა შეწყვეტილი ადგილიდან მოუბოდიშებლად გავაგრძელე…

ზოგჯერ,  გადახტომა-გადმოხტომის მიზეზს საქვეყნოდ განვაცხადებ, ზოგჯერ – საიდუმლოდ შევინახავ, ბოლოს და ბოლოს ჩემს ილიაზე ვწერ და სრულებითაც არ ვაპირებ საკუთარი კვლევის უნარების გამოვლენით, კონკრეტული ფაქტებისა და მოვლენების შეჯერებით, ანალიზითა და დასკვნების გამოტანით, როგორც ამ ბოლო დროს გაიგონებ, “დავკავდე”.

„ჩემი ილიას“ უმთავრესი, შეიძლება ითქვას, ერთადერთი მიზანი ილიას ცხოვრებისა და შემოქმედების  კიდევ უფრო ახლოს გაცნობა, განსაკუთრებით ყურადსაღები ფაქტებისა და მოვლენების ჩემეული გადმოცემაა და ყველაფერ ამაში არაჩვეულებრივი, ფუნდამენტური სამეცნიეროს ნაშრომი “ილიას ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანე” დამეხმარა.

დახმარებაცაა და დახმარებაც, შეიძლება ითქვას, ნაშრომის ვირტუალური ვერსის 5516 გვერდი რამდენჯერმე წავიკითხე.

წავიკითხე და მხოლოდ ამის შემდეგ განვათავსე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა/National Library of Georgia-ის, ჩემი აზრით,უფრო მოსახერხებელ, ნავიგაციის მარტივ  და გაცილებით დახვეწილ საძიებო სისტემით აღჭურვილ, “სუფთა საბიბლიოთეკო” პროგრამაში.

დიდი მადლობა იდეის ავტორებს, განმხორციელებლებსა და დამფინანსებელს.

დიდი მადლობა კოლეგებს, განსაკუთრებით ციური კოჭლაშვილს, ია გორგიშელს,ნანა ხვედელიანსდა ციფრული ბიბლიოთეკა ივერიელი / Iverieli Digital Library-ის ყველა თანამშრომელს.რომ არა ისინი, “ჩემი ილიას” დაწერას კი არა, ზემონახსენებ პროგრამაში გადატანაზეც ვერ გავბედავდი ფიქრს.

განსაკუთრებული მადლობა კოლეგებს სამოქალაქო განათლება-ის განყოფილებიდან ნათია შენგელაიას,ხათუნა დავითურს

და კიდევ, ბევრ ჩემს კოლეგას, რომლებსაც გზა და გზა მადლობას აუცილებლად მოვახსენებ.

მანამდე “ილიას ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანეს”   შემოქმედნი მინდა შეგახსენო,გაგაცნო.

„სამეცნიერო პროექტი „ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანე“ – ახალი ტექსტოლოგიური კვლევები (ორენოვანი გამოცემა)“ (FR/317/1-20/13) განხორციელდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. წიგნში გამოთქმული ნებისმიერი მოსაზრება ეკუთვნის ავტორთა კოლექტივს და, შესაძლოა, არ ასახავდეს ფონდის შეხედულებებს.“

პროექტის ხელმძღვანელი – მაია ნინიძე.

მასალის შემდგენლები: მაია ნინიძე, ქეთევან ხითარიშვილი, ნანა ფრუიძე, შარლოტა კვანტალიანი, ავთანდილ უჯმაჯურიძე.

რედაქტორები: მაია ნინიძე, ივანე ამირხანაშვილი.

© შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი. ISBN 978-9941-9365-8-6 (PDF)

© გამომცემლობა „მთაწმინდა“ 2017″

შთამბეჭდავი ორგანიზაციებისა და პიროვნებების ნაკრებია!

კიდევ ერთხელ- მადლობა მათ!

დროა “მატიანეს” სტრუქტურაზე ვისაუბრო, ვეცდები „ჩემი ილიას“ სტრუქტურა მას შევუსაბამო, ზემოთქმულის გათვალისწინებით, ბუნებრივია.

„მატიანე“ შედგება სამი ურთიერთდაკავშირებული ნაწილისგან:

  1. რედაქტორის წინათქმა;
  2. თარიღი, ფაქტები და მოვლენები;
  3. ფაქტებისა და მოვლენების დადასტურება. (წყაროები,, დათარიღება, პირთა იდენტიფიკაცია და პირთა ანოტაციები)

და ეს ყველაფერი, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ე.წ.  ,pdf ფაილის 5516 გვერდზეა განფენილი,  სხვადასხვა რაოდენობით.

გვერდების ყველაზე ნაკლები რაოდენობა, ბუნებრივია, რედაქტორის წინათქმას უჭირავს და მაინც, საკმაოდ მოცულობითი და არაჩვეულებრივია.  წაიკითხავ და გეციდინება რატომ შეიქმნა (მოტივაცია), როგორ შეიქმნა (მოქმედებათა მთელი ჯაჭვი) და რა შედეგი იქნა მიღებული „მატიანეს“  შექმნით.

წაიკითხავ და ასევე გეცოდინება ვინ შექმნა და ვისთვის შეიქმნა კრებული…

რედაქტორის წინათქმაში ვკითხულობთ „…ილია ჭავჭავაძის ცხოვრება და შემოქმედება აინტერესებს არა მხოლოდ სამეცნიერო წრეებს, არამედ ფართო საზოგადოებას. ამიტომ ჩვენი მიზანი იყო, რომ მატიანე ერთი მხრივ, მეცნიერულად სანდო ყოფილიყო, მეორე მხრივ კი – იოლად საკითხავი და ყველასათვის ხელმისაწვდომი. მიზნის მიღწევაში დაგვეხმარა ამ ტიპის გამოცემისთვის პირველად გამოყენებული ორშრიანი ელექტრონული ფორმატი. მატიანის ძირითადი ტექსტი ქრონოლოგიური თანმიმდევრობით არის განლაგებული ციფრული დოკუმენტის ზედაპირზე, თითოეული ანოტაციის ბოლოს კი არის ღილაკი, რომელზე კურსორზე თითის დაჭერითაც იხსნება ქვედა შრე – სამეცნიერო აპარატი, რომელიც ძირითადად სპეციალისტთა ინტერესებს ემსახურება. იგი მოიცავს რუბრიკებს: „წყარო“, „ატრიბუცია“, „დათარიღება“, „პირთა იდენტიფიკაცია“, „პირთა ანოტაციები“ და „ფოტო – დოკუმენტი“. ბმულზე მოთავსებულ ასეთსავე ღილაკზე კურსორის დაჭერით მკითხველი ბრუნდება იმავე გვერდზე, რომელსაც კითხულობდა.“

მეც სწორედ ეს გზა გავიარე  გასაცნობად „ილიას ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანეში“, რომელშიც ბევრი  საყურადღებო ფაქტი,  ისტორიაა გაერთიანებული.

„ჩემს ილიას“ , ბუნებრივია ილიას დაბადებით დავიწყებ…

თუმცა  „ქართული კულტურის“ მკითხველთა სამჯავროზე „ილია და ქართული პრესით“ წავრსდგები.

ქართულ ჟურნალ-გაზეთებზე ვაპირებ საუბარს.

ყველაზე არა.

სულ რამდენიმეზე.

„საქართველოს მოამბეთი“ დავიწყებ.

სქემა ერთნაირი იქნება. დაარსება, რედაქტორი (პირველი , მეორე და მესამეც როცა ილია  იყო და დასასრული -თუ ილიას გარდაცვალებამდე მოხდა ეს ამბავი).

მსგავსი ინფორმაციის საჭიროებისას, წყაროდ, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ბუნებრივია, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრული ბიბლიოთეკა ივერიელი / Iverieli Digital Library – ის მონაცემებს ათასჯერ გადამოწმებულსა და სანდოს (და თუ მაინც, აქა-იქ,  გაიპარა შეცდომა, გამოსწორდება ერთობლივი სურვილითა და ძალისხმევით)  ავიღებ, თუმცა აქა-იქ, როგორც ამ შემთხვევაში, სხვადასხვა წყაროს „მივაკითხავ“.

მანამდე კი იმის ახსნა მომიწევს,, რატომ „საქართველოს მოამბეთი“ დავიწყე და არა, ვთქვათ, პირველი ქართული ჟურნალით – “სალიტერატურო ნაწილნი თბილისის უწყებათანით”, რომელიც ქართულმა საზოგადოების მცირე ნაწილმა 1832 წელს იხილა და რომელიც გაზეთ “ტფილისის უწყებანის” ლიტერატურულ განყოფილება იყო და არა დამოუკიდებელი ჟურნალი?

იქნებ მიზეზი ჟურნალის დამოუკიდებლობაში უნდა ვეძებოთ?

იქნებ ხუთად-ხუთი ნომრის გამოსვლაა მიზეზი ჩემი ყურადღების მიუქცევლობისა?!

იქნებ ხელმომწერთა სიმცირეა მიზეზთა მიზეზი ჩემი ამგვარი “იგნორირებისა”?!.

არა, რა თქმა უნდა.

მიზეზი ერთადერთია. ილია ამ დროს დაბადებულიც არ არის…  თანამშრომლობაც არ შეუძლია და მით უფრო რედაქტორობა.

მე ხომ მხოლოდ “ჩემი ილიას” გარშემო ვტრიალებ, აგერ უკვე წელიწადნახევარია.

ხომ ფაქტია, ვერც სხვა ჟურნალით დავიწყებდი. მაგ., Кавказский календарь-ით, რომელიც, თუ არ ვცდები, 1845 წლიდან გამოდიოდა, სად?! სად თუ არა თბილისში…

წარმოგიდგენიათ? არც ცისკარი გამახსენდა – „ყოველთვიური ლიტერატურული ჟურნალი, გამოდიოდა 1852-1853 წლებში, როგორც “ქართული სიტყვიერებითი ჟურნალი” და 1857-1875 წლებში, როგორც “ქართული სალიტერატურო ჟურნალი”. 1852-1853 წლებში “ცისკარს” ხელმძღვანელობდა გიორგი ერისთავი, ხოლო 1857–1875 წლებში კი ივანე კერესელიძე. 1852–1853 წლებში ჟურნალი იბეჭდებოდა პატკანოვის სტამბაში, 1857 წლიდან “ცისკრის” რედაქციის სტამბაში, ხოლო 1870 წლიდან სტამბაში მ.მარტიროზიანისა, შემდეგ ექვთიმე ხელაძისა…”

ავდექი და, რომ იტყვიან, პირდაპირ “საქართველო მოამბეს” მივადექი?!

ყველაფერი გვერდზე გადავდოთ, კალენდარი უკან, 1962 წლის 20 მარტზე გადავფურცლოთ. ძველი და ახალი წელთაღრიცხვა კარგა ხნით, ამ სტატიის კითხვისას, დავივიწყოთ და ერთი, მეტად მნიშვნელოვანი ამბავი გავიხსენოთ.

„1862 20 მარტი

„სახელმწიფო კანცელარია, კავკასიის მეფისნაცვლის მოვალეობის შემსრულებელი გრიგოლ ორბელიანის ნებართვის საფუძველზე, აკმაყოფილებს ილია ჭავჭავაძის თხოვნას ქართული ჟურნალის – „საქართველოს მოამბე“ გამოცემის შესახებ, იმ პირობით, რომ მასში არ დაიბეჭდება პოლიტიკური სტატიები“ (ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანე, თბილისი „მთწმინდა“ 2017. pdf ვერსია. https://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/204739/1/Ilia_Chavchavazis-Cxovrebis_da_Shemoqmedebis_Matiane.pdf)

ფაქტს, რომელსაც სულ ახლახან მივაქციე თქვენი ყურადღება, ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანეში, ბუნებრივია, წყაროც აქვს მითითებული. წყარო ორია: პ. გუგუშვილი, „ქართული ჟურნალისტიკა 1“ 1941. გვ. 303;  და „აქტები“ XII. გვ. 238.

მიზეზთა გამო. ყურადღებას ბატონი პაატას „ქართულ ჟურნალისტიკაში“ გამოქვეყნებულ მასალას მივაქცევთ. თავად მასალა წიგნის მესამე ნაწილში – „საქართველოს მოამბე“-შია (გვ 299-388) განთავსებული. მოკლედ, დამოუკიდებელი, ყურადსაღები ნაშრომია და ბევრ საინტერესო საკითხთან ერთად „თხოვნის დაკმაყოფილების“ საკითხზეც გვიამბობს. აქვეა „თორმეტი წიგნის შინაარსი, სარჩევი, რომელსაც, სპეციალურად ამ სტატიისთვის ვაციფრულებ და გთავაზობთ:

თავი მეთოთხმეტე

ჟურნალის გამომცემლობა, პროგრამა, შინაარსი და მიზანდასახულობა

„ხოლო ლეღვისაგან ისწავეთ იგავი ესე: რაჟამს იგი რტონი დაჩჩვიან და გამოვალნ ფურცელნი, უწყოდეთ, რამეთუ ახლო არს ზაფხული“.

(<b>„სახარება“</b> მარკოზისა, თავი 13. მუხ. 23)

<b>„საქართველოს მოამბის“</b> ეპიგრაფი. 1862 წლის სექტემბრის „ცისკარში“ ,რედაქციის მიერ, ცნობის სახით დაბეჭდილია შემდეგი:

„ვახარებთ ჩვენის „ცისკრის“ მკითხველთა და ყოველს ქართველს, ვისაც კი უყვარს თავისი სამშობლო ენა, რომ მომავალი წლის იანვრიდგან გამოიცემა ტფილისში ახალი ქართული ჟურნალი „საქართველოს მოამბე“. დარწმუნებული ვართ, ჩვენი „ცისკრის“ მკითხველნი მიიღებენ გულმხურვალედ მონაწილეობას ამ საზოგადოდ სასარგებლო საქმეში. ამასთანავე ვბეჭდავთ ახალის რედაქციის გამოცემულს პროგრამასა“; ქვემოთ დაბეჭდილია „საქ. მოამბის“ რედაქციის განცხადება:

„მომავალ 1863 წლის იანვრის თვიდან გამოიცემა ტფილისში ახალი ქართული ჟურნალი „საქართველოს მოამბე“. ამ ჟურნალში მთელი წლის განმავლობაში შემოვლენ შემდგომნი ნაწილები:

  1. <b>წმინდა სალიტერატურო: ლექსები, მოთხრობები, დრამები, კომედიები, ნამდვილები ორიგინალური და ნათარგმნი.
  2. ისტორიული:საზოგადო [სამოქალაქო] ისტორია, განსაკუთრებით ყურადღება მიექცევა საქართველოს და ერთობ კავკასიის ისტორიაზედ;
  3. საპოლიტიკო და სოფლური ეკონომია:< აქ ეცდებით გავაცნოთ ჩვენს საზოგადოებას ეს საგნები იმდენად, რამდენათაც დრო და საჭიროება მოითხოვს;
  4. კრიტიკა და ბიბლიოგრაფია: აქ განირჩევიან უცხო ენებზე დაწერილი თხზულებები და ქართული წიგნები;
  5. სხვადასხვა ანბავი;
  6. დამატება: ამ ნაწილში დაიბეჭდებიან ძველი ქართული თხზულებები, ანუ გამოჩენილნი უცხო ენებიდამ თარგმნილი რომანები.

ამ პროგრამას ამჟამად არაფერს არ ვუმატებთ, რაც შეეხება ჟურნალის ხასიათსა და მიმართულებას, იმაზედ არაფერს ვიტყვით. ჩვენ ვარჩევთ, რომ თვითონ ჟურნალმა გამოიჩინოს თავისი თავი, თვითონ საქმეში გამოსთქვას თავისი ხასიათი და არჩეული გზა. ეს ემჯობინება ყოველ წინასიტყვაობას. ჩვენ გვსურს ვემსახუროთ საზოგადოებას, ვარგოთ და გამოვადგეთ. ამისათვის ვიკისრეთ ჟურნალის გამოცემა, სურვილი ჩვენი გულწრფელია და ჭეშმარიტი, და თუ ღონე შეგვეწევა და ცოტათი მაინც აღვასრულეთ ჩვენი სურვილი, ამისაც კმაყოფილი ვიქნებით. ჩვენის მხრით, რასაც კი შევძლებთ, არას დავზოგავთ, დანარჩენი თვით საზოგადოებაზედ ჰკიდია.

ისტორიული ნაწილის რედაქტორობა იკისრა უფ. ნიკოლოზ ღოღობერიძემ, სხვადასხვა ამბებისა — უფ. დავით ყიფიანმა და საპოლიტიკო და სოფლური ეკონომიისა უფ. ივანე სერებრიაკოვმა.

ჟურნალი „საქართველოს მოამბე“ თვე და თვე გამოვა სივრცით შვიდ თაბახიდამ ათამდე, ანუ 112 გვ.—160 გვერდამდე, თუ შეგვეძლებ ამაზე მეტიც.

ფასი მთელი წლის ნომრებისა შინ გაგზავნით ერთი თუმანი, გაუგზავნელად ცხრა მანეთი.

ხელის მოწერა მიიღება რედაქციაში, რომელიც იმყოფება ტფილისში, გოლოვინის პროსპექტზედთ. ივანე მუხრანსკის  სახლებში № 26.

ილია ჭავჭავაძე, რედაქტორი „საქართველოს მოამბისა“*

*  „ცისკარი“, 1862, № 9; „საქართველოს მოამბეს“ კორექტორობდა პეტრე უმიკაშვილი.

„საქართველოს მოამბის“, ე. ი. ახალი ქართული ჟურნალის გამოცემის საკითხი გადასწყვიტა ჯერ კიდევ 1861 წელს ქართულ ჟურნალისტიკასა და მწერლობაში „თერგდალეულებად“ ცნობილმა 60-იან წლებში რუსეთში მოსწავლე ახალი თაობის ჯგუფმა  ილ. ჭავჭავაძის მეთაურობით. 1862 წლის დასაწყისშივე  ილ. ჭავჭავაძემ ამ ჟურნალის გამოცემის ნებართვისა და პროგრამის დამტკიცების თაობაზე სათანადო არზა მიართვა გრიგოლ ორბელიანს , იმ დროს კავკასიაში ნამესტნიკის თანამდებობის აღმასრულებელს და ამავე დროს ქართულ საზოგადოებრივობაში ცნობილ მსხვილ მემამულეს, პოეტს და მწერლობაში „მამების“ ერთერთ თვალსაჩინო ბელადს.

თანახმად არსებული საცენზურო წესდებისა ყოველი პერიოდული გამოცემის პროგრამა უნდა განეხილა და დაემტკიცებინა საცენზურო უწყებას, რომელსაც, კავკასიის საცენზურო კომიტეტის სახით, წარედგინა კიდევაც   ილია ჭავჭავაძის მიერ განზრახული ჟურნალის პროგრამა.

კავკასიის საცენზურო კომიტეტში განხილული და მოწონებული იქნა ეს პროგრამა 1862 წ. თებერვალს, მხოლოდ იმ განსაზღვრით, რომ ამ ჟურნალში არ დაბეჭდილიყო  „არავითარი პოლიტიკური ცნობები და მსჯელობანი“.

შემდეგ მის მიერ გაცემული ცნობა ამ ჟურნალის გამოცემის ნებართვის შესახებ და ი. ჭავჭავაძის მიერ წარდგენილი „საქართველოს მოამბის“ დამტკიცებული პროგრამა, რომელიც რამდენიმედ განსხვავდება ზემოთ მოყვანილი, „ცისკარში“ გამოქვეყნებული პროგრამიდან, გრ. ორბელიანმა  შეატყობინა პეტერბურგში „კავკასიის კომიტეტს“.*  ქვემოთ მოგვყავს გრ. ორბელიანის ეს მიმართვა მთლიანად:

* ЛОЦИА, АВПКБ, ფონდი, К. К. 1862. საქმე №69; МНП. Главн. упр. делам печати отд. д. № 32. 1862 г. л. л. 1-4

 

Кн. Илья Чавчавадзе обратился с просьбою одозволении ему издавать новый журнал на грузинском языке под заглавием «Гурзинский Вестник».

Кавказский Цензурный Комитет, рассмотрев и одобрив пред ставленную кн. Чавчавадзе программу этого журнала, и спраши вает разрешения на издание онаго.

Вследствие сего и на основании 16 и 138 ст. XIV т. св. зак. уст. оценз. разрешив издание в Тифлисе означенного грузиі ского журнала по представленной издателем программе с тем, чтобы в нем не помещалось никаких политических известий и рассуждений, я имею честь уведомить об этом в. пр., препро вождая при сем и копию с программы.

Программа предполагаемого кизданию <b>«Грузинского Вестника» </b>состоит из семи отделов:

  1. Чисто-литературный:  стихотворения, романы, повести, дра матическия пьесы и проч.,— оригинальныя и переводныя.
  2. Исторический:  статьи, относящиеся до всеобщей и в осо бенности русской истории и истории края, -оригинальныя и пет реводныя.
  3. Политико-экономический и сельскохозяйственный.
  4. Критика и библиография новых книг и замечательных урнальных статей.
  5. Юмористический.
  6. Смесь (преимущественно извлечение из русских периодических изданий).
  7. Приложения:  старинныя грузинския книги, рукописи и проч.

«Грузинский Вестник» будет выходить ежемесячно книжками от 10 до 15 печатных листов.

Цена за годовое издание, без пересылки и доставки на дома, 10 руб. с., с пересилкою и доставкою 10 руб. 50 коп. с.».

კავკასიის კომიტეტი სტატს-სეკრეტარ ვ. ბუტკოვის სახით, თავის მხრივ ამ გარემოებას ატყობინებს იმპერიაში ბეჭდვითი სიტყვის მთავარ მეურვეს — განათლების მინისტრს, მიმართვასი 1862 წ. 20 მარტს თარიღით:

«Г-н исполняющий должность наместника Кавказского сообает, что князь Илья Чавчавадзе обратился с просьбою одозолении ему издавать в Тифлисе Новый журнал на грузинском аке под заглавием: «Грузинский вестник», и что Кавказский ензурный комитет одобрил представленную князем Чавчавадзе программу этого журнала. Вследствии сего и на основании ст. 10 и 138 уст. о ценз. св. зак. т. XIV, генерал-ад’ютант князь Орбелиани разрешил издание означеного грузинского журнала, но представленной издателем программе, с тем, чтобы в нем не номещалось никаких политических известий и рассуждений.

об, этом я имею честь уведомить ваше превосходительство, Ал сведения, препровождая и копию с доставленной князем Прбелиани программы» *

ЛОЦИА. Фонд К. к. д. No 69, 1862 г. Одозволении князю Чавчавадзе Аавать в Тифлисе новый журнал на грузинском языке, под заглавием Івуанский Вестник“, ფურც.

გაგრძელება  შემდეგ ნომერში

თემები