,,სათოთხმეტაპრილო” ფიქრები
გიორგი გოგოლაშვილი

14 აპრილი ქართული ენის დღედ იქნა გამცხადებული მე-20 საუკუნის 80-იან წლებში.

ფაქტია: ამ ეროვნული მნიშვნელობის დღედ 14 აპრილის შერჩევა 1978 წლის აპრილის მოვლენებს უკავშირდება…

ქართული ენის დღის დაწესების იდეის ავტორი აკადემიკოსი არნოლდ ჩიქობავა იყო. ასე ფიქრობდა მეცნიერი: „ამ დღეს შევაჯამებდით, რა გაკეთდა ქართული ენის კვლევისთვის რესპუბლიკის სამეცნიერო-კვლევითსა და სამეცნიერო-პედაგოგიურ დაწესებულებებში… სალიტერატურო ენის ნორმათა სახელმწიფო კომისიაში, რადიოსა და ტელევიზიაში – ნორმათა დანერგვის მხრივ… რა გაკეთდა ქართველი კლასკოსების ნაწარმოებთა მასობრივი გამოცემების  მხრივ… და ასე შემდეგ…“

რატომ გავიხსენე ეს? დღე დაწესდა, მაგრამ იდეი გაცხადებული ინაარსი ვერ ჩავდეთ მასში და ეს დღეც ისეთივე უშინაარსო და ტრაფარეტულ დღედ ვაქციეთ, როგორიც იყო იმ დრო „მელიორატორისა“ თუ „ვაჭრობის მუშაკის“ დღე…

დიახ, ქართული ენის დღეს გამოეცალა შინაარსი, აზრი და მიზანი…

ამის შემდეგ კი რა ხდება?

ქართული ენის დღე სათოთხმეტაპრილოდ გვახსენდება მხოლოდ… ტელევიზიებმა შეიძლება თითო მოკლე სიუჟეტი მიუძღვანან; 1978 წლის მოვლენების რომელიმე მონაწილე გახსენებ, იმ დროს როგორ „იომა“ (დღეს ყველა გმირია!..)… და დაველოდებით მომავალი წლის 14 აპრილს…

ნუ მკითხავთ, სხვა რა გვინდაო… მოგახსენებთ: 14 აპრილიდან 14 აპრილამდე გაკეთდა რაიმე სახელმწიფო ენის სასიკეთოდ თუნდაც კულტურის, განათლების ან მეცნიერების სფეროში?.. – ვერ ვიხსენებ…  

შვიდი წლის წინ მიიღო პარლამენტმა „საქართველოს კანონი სახელმწიფო ენის შესახებ“ვის შეუძლია მიხრას, რა შეიცვალა ამ კანონის მიღების შემდეგ ქვეყანაში ქართული ენის სასიკეთოდ?.. ამ კანონის არსებობის დადებით შედეგებს გრძნობთ?.. მე მიჭირს გახსენება…

წინა ხელისუფლებამ გააუქმა ენის სახელმწიფო პალატა. ახალ კანონში ჩაიდო  სახელმწიფო ენის დეპარტამენტის შექმნის იდეა – ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი კანონის აღსრულებისა… მეხუთე წელია, არსებობს ეს დეპარტამენტი… მაგრამ… დიახ, მაგრამ ან სახელმწიფო ენამ, ან სახელმწიფომ, ან ამ სახელმწიფოს მაცხოვრებელმა ეპარტამენტის არსებობა იგრძნო? ჩემს კოლეგებს დეპარტამენტიდან ნუ გააიზიანებს, რაც ვთქვი… მოდით, ასეთი ექსპერიმენტი ჩავატაროთ: ვკითხოთ ქუჩაში ჩვენს მოქალაქეებს, რა იციან „სახელმწიფო ენის დეპარტამენტის არსებოისა და საქმინობის შესახებ; მერე ისიც ვკითხოთ, ახსვთ თუ არა „ენისპალატა  და ვინ იყო ლევან ვინჯილია (პალატა გააუქმეს თვრამეტ წლის წინათ!)… ღირს დროის კარგვა ამგვარ ექსპერიმენტებზე?… თავად დეპარტამერნტის წევრებს ვეკითხები…

ცალკე ემაა ქარული ენა პრესაში, ტელევიზიაში… კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სფეროში…

ამას წინათ დამჭირდა ა გავიხსენე: ლევან ბრეგაძე წერდა ამ ოციოდე წლის წინათ: ამ ბოლოდროს მასმედიის ენას ისეთი შეცდომები მოეძალა, წინათ რომ ძალზე იშვიათად ან სრულიად არგვხვდებოდა“… „ოციოცდაათი წლის წინ ასეთიშეცდომები მხოლოდ უბირ, წიგნთან მეტისმეტადმწყრალად მყოფ ადამიანებს მოსდიოდათ…“ როგორ ფიქრობთ, ამის დაწერიდან დღემდე უკეთესობისკენ გადაიდგა ნაბიჯი? მე ვერ ვგრძნობ… პრიქით მგონია…

თუმცა მარტო მე არ მგონი ასეაი, რა ბრძანაილია მეორე  გასულ წელს სააღდგომო ეპისტოლეში: მიზანმიმართულად ხდება ზოგადად არსებულინორმების რღვევა, სახელმწიფო ინსტიტუტებისადა სტრუქტურების დაკნინება, განათლების დონისდაცემა, სიღმისეული აზროვნებისთვისსაფუძვლების მოშლა; „კრიზისული წესრიგისფონზე კი ხელი ეწყობა ისეთი შემეცნებისჩამოყალიბებას, სადაც ეროვნული გრძნობებიგამქრალია, სიყვარული, სიკეთე, სამართლიანობაგაყალბებული

ქვა ვინმემ, არაა მართალი ასეთი შეფასება? – მე არ წამიკითხავს, არც მომისმენია

რას ნიშნავს განათლების დონის დაცემამიზანმიმართულად“? ეგ ხომ უმძიმესი ბრალდებაა? და თუ იმასაც გავითვალისწინებთ, „ბრალმდებელი“ ვინ რის, ვერ ყოფილა საქმე საიმედოდ…

ამ „ბრალდებაზე განათლების სამინისტროს, პარლამენტის განათლების კომიტეტს, სახელმწიფო ენის დეპარტამენტს პასუხი არ უნდა გაეცა? და თუ ეთანხმებიან, გამოსასწორებლად რა იღონეს? დაისახა რაიმე ღონისძიება მდგომარეობის შესაცვლელად? – არც ეს გამიგია.. იქნებ მე ჩამოვრჩი ცხოვრებას და ვერ ვიგებ, რა ხდება?…

და ასე შემდეგ… და ასე შემდეგ… და ასე შემდეგ…

არ იფიქროთ, სათოთხმეტაპრილოდ გაგვახსენდა ყოველივე ეს… არა, ბატონო, მაგრამ რად გინდა, ყურად იღო ვინმე?

იქ, სადაც უნდა მისმინონ და იფიქრონ მდგომარეობის გამოსწორებაზე ერთი მტკიცე პრინციპი მუშაობს:

„წაყრუება მომგებიანი პოზააო“!… და ეწირება დედაენის ინტერესები ამ „პრინციპს“…

და მაინც: იმედით შევხედოთ მომავალს და მივულოც ერთმანეთს დედაენის დღე!..

მომავალ თოთხმეტ აპრილამდე!..

თემები